Skip to main content

Posts

Showing posts from 2017

რა არის გამოცანა?

გამოცანა მხოლოდ თამაში არაა.  გამოცანები ავსებენ და ავითარებენ  მოსწავლეთა ცოდნას, აყალიბებენ  მშობლიური ენისადმი სიყვარულს, აფართოებენ  გარემო სამყაროზე წარმოდგენებს. ამ ყველაფრის მისაღწევად სასარგებლოა არა მხოლოდ  გამოცანების ამოხსნა, არამედ მათი მოგონებაც.    საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაცია ყველა მსურველს გიწვევთ რიგით მეორე ქსელურ პროექტში მონაწილეობის მისაღებად : „გამოცანები მშობლიურ ქალაქზე, სოფელზე, კუთხეზე“. პროექტში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს.  დამოუკიდებელი კვლევითი საქმიანობის მსვლელობისას მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ  შეიძინონ   ცოდნა  თემაზე: „გამოცანა“. გაეცნონ მის ისეთ სახეებს , როგორიცაა: შარადა, ანაგრამა,  რებუსი, კროსვორდი, სკანვორდი, ვიქტორინა... გამოცანის ამა თუ იმ სახის  ძირითად მახასიათებლებზე დაყრდნობით ჩამოაყალიბებენ საკუთარ „უნივერსალურ“ განსაზღვრებას.  საკუთარ კუთხეზე სხვადასხვა  სახის გამოცანების შედგენისას მოსწავლეები გამოავლენენ შემოქმედებით უნარებს, გაიღრმავებენ ცოდნას საკუთარი კუთხის

ჩემს შესახებ

მე ვარ ნანა ხაჩიძე, სსიპ ქალაქ თბილისის N32 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი. ძალიან მიხარია ასეთი ინოვაციური პროექტი რომ გაგრძელდა,რადგან იგი ხელს უწყობს შემოქმედებითი,თანამშრომლობითი, საკომუნიკაციო უნარების განვითარებას. ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებას.. სწავლის პროცესი გადის საკლასო ოთახის მიღმა, ხდება აზრთა გაცვლა- გამოცვლა, მსჯელობა, კვლევა, აფასებენ ერთმანეთის საქმიანობას. პროექტის ყველა მონაწილეს წარმატებას ვუსურვებ! მადლობა ქალბატონ რუსას ასეთი საინტერესო პროექტისათვის!                                            ქალბატონო რუსა, მე მიხარია რომ არსებობთ....                                       ამქვეყნად რომ ხართ!                                                                                                 

ვიდეო - ჩემი სკოლა