ვიდეო
გამოცანა მხოლოდ თამაში არაა. გამოცანები ავსებენ და ავითარებენ მოსწავლეთა ცოდნას, აყალიბებენ მშობლიური ენისადმი სიყვარულს, აფართოებენ გარემო სამყაროზე წარმოდგენებს. ამ ყველაფრის მისაღწევად სასარგებლოა არა მხოლოდ გამოცანების ამოხსნა, არამედ მათი მოგონებაც. საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაცია ყველა მსურველს გიწვევთ რიგით მეორე ქსელურ პროექტში მონაწილეობის მისაღებად : „გამოცანები მშობლიურ ქალაქზე, სოფელზე, კუთხეზე“. პროექტში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს. დამოუკიდებელი კვლევითი საქმიანობის მსვლელობისას მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ცოდნა თემაზე: „გამოცანა“. გაეცნონ მის ისეთ სახეებს , როგორიცაა: შარადა, ანაგრამა, რებუსი, კროსვორდი, სკანვორდი, ვიქტორინა... გამოცანის ამა თუ იმ სახის ძირითად მახასიათებლებზე დაყრდნობით ჩამოაყალიბებენ საკუთარ „უნივერსალურ“ განსაზღვრებას. საკუთარ კუთხეზე სხვადასხვა სახის გამოცანების შედგენისას მოსწავლეები გამოავლენენ შემოქმედებით უნარებს, გაიღრმავებენ ცოდნას საკუთარი კუთხის
Comments
Post a Comment