Skip to main content

Posts

Showing posts from May, 2018

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის გეგმა პროექტის სათაური:     “ გამოცანები მშობლიურ ქალაქზე , სოფელზე , კუთხეზე " პროექტის აქტუალობა : პროექტული და პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეებში ხელს შეუწყობს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას , მოსწავლეთა ჩართულობას , მოტივაციის ამაღლებას და 21- ე საუკუნის უნარ - ჩვევების განვითარებას .  პროექტ ი ძალიან მეხმარება იმ სასწავლო პრობლემების მოგვარებაში , რომლის საშუალებაც გაკვეთილზე არ მეძლეოდა . გამიჩნდა დიდი ინტერესი გამოვიყენო პროექტული სწავლების მეთოდები რაც შეიძლება ხშირად. აგრეთვე  პროექტი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეები საინფორმაციო ტექსტებს მარტივად და საინტერესოდ დაამუშავებენ. დამოუკიდებელი კვლევითი საქმიანობის მსვლელობისას მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ  შეიძინონ   ცოდნა  თემაზე: „გამოცანა“. გაეცნონ მის ისეთ სახეებს , როგორიცაა: შარადა, ანაგრამა,  რებუსი, კროსვორდი, სკანვორდი, ვიქტორინა... გამოცანის ამა თუ იმ სახის  ძირითად მახასიათებლებზე დაყრდნობით ჩამოაყალიბებენ საკუთარ „უნივ