Skip to main content

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის გეგმა
პროექტის სათაური:    გამოცანები მშობლიურ ქალაქზე, სოფელზე, კუთხეზე"
პროექტის აქტუალობა : პროექტული და პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეებში ხელს შეუწყობს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, მოსწავლეთა ჩართულობას, მოტივაციის ამაღლებას და 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებასპროექტძალიან მეხმარება იმ სასწავლო პრობლემების მოგვარებაში, რომლის საშუალებაც გაკვეთილზე არ მეძლეოდა. გამიჩნდა დიდი ინტერესი გამოვიყენო პროექტული სწავლების მეთოდები რაც შეიძლება ხშირად. აგრეთვე  პროექტი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეები საინფორმაციო ტექსტებს მარტივად და საინტერესოდ დაამუშავებენ. დამოუკიდებელი კვლევითი საქმიანობის მსვლელობისას მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ  შეიძინონ   ცოდნა  თემაზე: „გამოცანა“. გაეცნონ მის ისეთ სახეებს , როგორიცაა: შარადა, ანაგრამა,  რებუსი, კროსვორდი, სკანვორდი, ვიქტორინა... გამოცანის ამა თუ იმ სახის  ძირითად მახასიათებლებზე დაყრდნობით ჩამოაყალიბებენ საკუთარ „უნივერსალურ“ განსაზღვრებას.  საკუთარ კუთხეზე სხვადასხვა  სახის გამოცანების შედგენისას მოსწავლეები გამოავლენენ შემოქმედებით უნარებს, გაიღრმავებენ ცოდნას საკუთარი კუთხის ისტორია-წარმომავლობაზე, ღირშესანიშნაობებზე. მიღებული გამოცდილება მოსწავლეებს დაანახვებს, რამდენად ადვილია ინფორმაციის მოძიება და ცოდნის გაღრმავება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით.
მიზნები:
·         მოსწავლეებმა გამოიმუშავონ საინფორმაციო ტექსტების დამუშავების უნარ-ჩვევები;
·         გაიღრმავონ  ცოდნა საკუთარი კუთხის ისტორია-წარმომავლობაზე;
·         ფანტაზიისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარის განვითარება;
შედეგები:
მოსწავლეები 4 თვის განმავლობაში იმუშავებენ და შეძლებენ ჯგუფური და ინდივიდუალური ამოცანების განხორციელებას. შეძლებენ კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებას. ინტერნეტის საძიებო სისტემის (გუგლის ) გამოყენებით მოიძიებენ ინფორმაციას საკუთარი კუთხის, ქალაქის, სოფლის შესახებ და შეძლებენ ტექსტების წაკითხვას და გააზრებას, გაუმდიდრდება ლექსიკური მარაგი ; გამოავლენს და გაიუმჯობესებს შემოქმედებითის უნარს, შექმნიან სხვადასხვა სახის გამოცანებს (რებუსი, კროსვორდი, ანაგრამა...) და აკინძავენ ერთ წიგნად. შეძლებენ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციას.

ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტი:
·         სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.
·         გაწაფულად კითხვა.
·         სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.
·         კალიგრაფიისა და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა.
·          ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.

ისტ-ის სტანდარტი
·         მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის  ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება
·         მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების  შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.

პროექტის  ეტაპები და  ვადები:
 1. რეგისტრაცია - 27.10 . 2017 -მდე
2. სკოლების გაცნობა/წარდგენა- 28.10-4.11. 2107 -მდე
 3. ინფორმაციის შეგროვება და კვლევა - 03.12.2017- 20.12.2017.-მდე
5. მასალების გადარჩევა და გამოცანების შედგენა 1.02.2018-28. 02. 2018 -მდე
6. სკოლებში პროექტის დაცვა 5.02.2018-7.03. 2018-მდე
 7. რეფლექსია. პროექტის შეჯამება 30.04.2018-15.05.2018-მდე

პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები:

1.    პროექტის შესახებ მოსწავლეების ინფორმირება და რეგისტრაცია
                     მასწავლებელი მოსწავლეებს და მშობლებს აწვდის პროექტის შესახებ ინფორმაციას, მშობლები ავსებენ თანხმობის წერილს. (დანართი 1)
2.    პროექტის თემის გაცნობა
                   გამოწვევის მიზნით PowerPoint-ში გაკეთებულ პრეზენტაციის საშუალებით მოსწავლეები ასახელებენ გამოცანის სახეებს, გაიხსენებენ სხვადასხვა გამოცანებს და შეეჯიბრებიან ერთმანეთს. ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს პროექტის თემას, ჩატარების ხანგრძლივობას და სავარაუდო აქტივობებს. მოსწავლეები  გაიაზრებენ პროექტის სათაურს,  ჩამოაყალიბებენ სამუშაო გეგმას და გაინაწილებენ დავალებებს.
3.    სკოლების გაცნობა/წარდგენა
                  მოსწავლეები  გადაიღებენ 2-3 წთ.  ვიდეო რგოლს, სადაც  წარადგენენ საკუთარ თავს, ისაუბრებენ სკოლის შესახებ და ადგილმდებარეობაზე, აგრეთვე მასწავლებლის დახმარებით შექმნიან ბლოგს სადაც აიტვირთება ყველა ის აქტივობები, რომლებიც განხორციელდება პროექტის ფარგლებში.


4.    ინფორმაციის შეგროვება
                 V-VII კლასის მოსწავლეები  გაეცნობიან სათანადო ლიტერატურას, მოიძიებენ სათანადო მასალებს ინტერნეტში და ბიბლიოთეკაში, დაამუშავებენ და გადასცემენ III კლასის მოსწავლეებს წასაკითხად. მოაწყობენ ექსკურსიას  ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. მასწავლებლის დახმარებით გაეცნობიან გამოცანების სახეებს (დანართი 2) და შეისწავლიან მათი შექმნის პრინციპებს და თავისებურებებს.
5.    მასალების გადარჩევა
               ყველა კლასთან ერთად  მოხდება  მოძიებული მასალების შერჩევა, განხილვა და დამუშავება/ დახარისხება. VII-VIII  კლასის მიერ  აიტვირთება ბლოგზე.
6.    გამოცანების შედგენა
          მოსწავლეები გაინაწილებენ გამოცანების სახეებს, მოიხმარენ მოძიებულ ინფორმაციას და შეძლებისდაგვარად შექმნიან გამოცანებს. III კლასი შექმნილ გამოცანებს აკინძავს   ერთ წიგნად და გააფორმებენ.
7.    პროექტის დაცვა
პროექტის მონაწილეები მოამზადებენ საპრეზენტაციო მასალებს და მასწავლებლის დახმარებიტ სრულყოფაში მოიყვანენ ბლოგს,  მოიწვევენ სხვა კლასის მოსწავლეებს და მასწავლებლებს, ვაჩვენებთ პროექტის მიმდინარეობის დროს შექმნილ ყველა ნამუშევარს. თითოეული მოსწავლე გააკეთებს პრეზენტაციას და ბოლოს  მოწვეული სტუმრები შეავსებენ კითხვარს (დანართი3)

8.    შეჯამება (შეფასება)
1.    პროექტის  ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებზე მუშაობის გაუმჯობესობის მიზნით მოსწავლეები შეავსებენ  ცხრილს

 პროექტის მონაწილენო, როგორ შეაფასებდით დღევანდელ აქტივობას

1.      როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, გასწავლა თუ არა რაიმე ამ პროექტზე მუშაობამ?
          ა)ბევრი რამ მასწავლა     ბ) მასწავლა     გ) ახალი არაფერი მისწავლია

2.      დღევანდელი შედეგით კმაყოფილი ხარ?
ა) დიახ               ბ) არა

3.      ყველაზე მეტად რა მოგეწონა დღევანდელ აქტივობაში?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4.      რა არ მოგეწონა აქტივობაში და რას შეცვლიდი?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------







2.    პროექტის დასრულების შემდეგ შეავსებენ კითხვარს
პროექტის მონაწილე მოსწავლეებისათვსი
(თვითშეფასება)

სახელი და გავრი--------------------------------------------------
კლასი --------------------------------------------------------------

ათბალიანი სისტემით შეაფასე პროექტის მიმდინარეობა და შედეგი
1.      რამდენად გასაგები იყო თქვენთვის ეს პროექტი?

1
2
3
4
5
6
7
8
9
10











2.      რამდენად ჩართული იყავი სამუშაო პროცესში?

1
2
3
4
5
6
7
8
9
10












3.      რამდენად გჭირდებოდა შეხსენება სამუშაოს შესრულებისთვის?

1
2
3
4
5
6
7
8
9
10












4.      გსურს, რომ კიდევ გაგრძელდეს მსგავსი პროექტი?

1
2
3
4
5
6
7
8
9
10












5.      რა მოგცათ პირადად თქვენ ამ პროექტმა?
პასუხი: ------------------------------------------------------------------------------------- 

----------------------------------------------------------------------------------------------- 



3.    მასწავლებელი აწარმოებს დაკვირვების რუბრიკას

მოსწავლეთა დაკვირვების რუბრიკა
სახელი და გვარი ----------------------------------------
კლასი------------------------------------------------------
კრიტერიუმები
კი
არა
აქტიურად ჩაერთო მუშაობაში


მუშაობს ინსტრუქციის მიხედვით


აქვს ურთიერთმოსმენის და აზრთა გაზიარების უნარი


მოპოვებული ინფორმაცია პასუხობს თემას


არის  ლიდერი ჯგუფში


პრეზენტაციის დროს საუბრობს გამართული ენით და იყენებს ტერმინოლოგიას


ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტებს, ინტონაციას)



                                                                                                                     
პროექტში მონაწილეების ასაკი, კლასი: III-VIII კლასი
 პროექტის განხორციელების საჭირო დრო: 4-5 თვე



















                                                                                                                                          დანართი1
ძვირფასო მშობლებო!

პროექტზე მუშაობისას  თქვენს შვილებს ეძლევათ საკუთარი მასალების ინტერნეტში გამოქვეყნების შესაძლებლობა. ეს შეიძლება იყოს: თხზულება, ესე, , სურათი, ანგარიში გაწეული სამუშაოს შესახებ, კლასის ფოტო სურათები. ყველას დაინტერესებულ ადამიანს ექნება  ინტერნეტში ამ მასალების ნახვის   საშუალება. მიგვაჩნია, რომ ეს არის დამატებითი არაფორმალური განათლება  და მოსწავლეთა რეალური ცხოვრებისთვის მომზადება. 
ჩვენ ამ მასალებს გამოვაქვეყნებთ მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობის შემდეგ. ამისთვის საჭიროა მივიღოთ თქვენი თანხმობა
გთხოვთ, გაეცნოთ მოსწავლეთა ნამუშევრების ინტერნეტში გამოქვეყნების წესებს და  მიუთითოთ, თქვენი აზრით, რომელი დოკუმენტის გამოქვეყნება არ მიგაჩნიათ მიზანშეწონილად.
მადლობა თანამშრომლობისათვის!
მასალების გამოქვეყნებისას ჩვენ ვიხელმძღვანელებთ შემდეგი წესებით:
არ გამოქვეყნდება  მოსწავლის ტელეფონის ნომერი  და მისამართი;
 გამოქვეყნებამდე ყველა მასალა უნდა განიხილოს მოსწავლის პედაგოგმა, რომელიც ფასილიტაციას უწევს ამ პროექტს. 
მონიშნეთ ის მონაცემი, რომელიც მიგაჩნიათ არასასურველად
მოსწავლის სახელი
მოსწავლის პირადი ფოტო სურათი
მშობლის თანხმობის წერილი:

მე , ____________________________________________________________________ ზემოთ აღნიშნული წესების დაცვით, გაძლევთ ჩემი შვილის ნამუშევრების ინტერნეტში გამოქვეყნების უფლებას, რომელიც  სწავლობს ___________________________________სკოლის _______ კლასში

მშობლის/მეურვის ხელისმოწერა: ______________________________              
თარიღი: ___________________

ეს თანხმობა ძალაში იქნება იქამდე, ვიდრე თავად არ ისურვებთ მის შეცვლას.
მასალის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით წარმოშობილი რაიმე პრობლემის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენი შვილის კლასის დამრიგებელს.



დანართი2

გამოცანაზეპირსიტყვიერების ჟანრი; საგნის ან მოვლენის პოეტური, ნართაული დახასიათება თვით ამ ობიექტის დაუსახელებლად მისი გამოცნობის მიზნით. წარმოშობით გამოცანა პირველყოფილ საზოგადოებას მიეკუთვნება; თავდპირველად მას საკულტო მნიშვნელობა ჰქონდა, იმ უძველეს წარმოდგენებს უკავშირდებოდა, რომლებიც საგნის ან მოვლენის საკუთარი სახელით მოხსენიებას კრძალავდა. მოგვიანებით გამოცანამ მხატვრულ-ესთეტიკური და შემეცნებითი ფუნქცია შეიძინა. მისი დანიშნულებაა ადამიანში გონებამახვილობისა და დაკვირვების უნარის აღზრდა. გამოცანის თემატიკა, შეუზღუდველია, მისი ფორმაკომპაქტური, დახვეწილი, უმთავრესად რიტმული, ზოგჯერ რითმიანიც („ვკეცე, ვკეცევერ დავკეცე“, „დავკარ ხმალი, არ დააჩნდა კვალიდა სხვა). ქართული გამოცანების პირველი შემკრებია პლატონ იოსელიანი („გამოცანანი ქართულნი“, 1835, ხელნაწერი დაცულია სანქტ-პეტერბურგში, სალტიკოვ-შჩერდრინის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში). ქართული გამოცანების პირველი ბეჭდური გამოცემა 1879 წელს მიეკუთვნება (შემკრები რაფიელ ერისთავი). გამოცანების ტექსტები ჩაწერილი აქვთ აკაკი წერეთელს, სოსიკო მერკვილაძეს, მელიტონ კელენჯერიძეს, . გომელაურს და სხვებს. გამოცანა გვხვდება ფოლკლორის სხვა ჟანრებში და მხატვრულ ლიტერატურაშიც 
შარადა [ფრანგ. charade] - თამაშ-გამოცანა, რომელშიც ჩაფიქრებული სიტყვა დაყოფილია ნაწილებად და თითოეულ ნაწილს აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა.
რებუსი [ლათ. rebus-იდან მოქმ. ბრ. სიტყვისა res ნივთი, რამე] 1. გამოცანა, რომელშიაც საძიებელი სიტყვები და წინადადებები უნდა შედგეს დახატული ფიგურების, სურათებისა და სხვა ნიშნების სახელწოდებათა კომბინაციით.
კროსვორდი (ინგ:Cross-გადაკვეთა,Word-სიტყვა) — სიტყვათა თავსატეხის ყველაზე გავრცელებული ფორმა მსოფლიოში. თანამედროვე კროსვორდები ჩვეულებრივ მართკუთხა ჯვარედინი შავ-თეთრი კვადრატებისგან შედგება; თავსატეხის მიზანია თეთრი კვადრატების ასოებით შევსება ისე, რომ მათ სიტყვები (ან ფრაზები) შექმნან შვეულად ან თარაზულად, დამხმარე წინადადებების მეშვეობით, რომლებიც ამ სიყვებზე მიგვანიშნებენ. შავ კვადრატებს ასოები არ შეესაბამება და ისინი სიტყვათა განცალკევებისთვის გამოიყენება (ერთმანეთის მიყოლებით მდგომი თეთრი კვადრატების ბლოკი შეესაბამება სიტყვებს ან ფრაზებს). კვადრატები, რომელშიც პასუხი უნდა დაიწყოს დანომრილია, მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვევით. ხოლო მინიშნება (დახმარება) კი ამ რიცხვებზე და ასევე მიმართულებაზე (შვეულად თუ თარაზულად) მიუთითებს. კროსვორდების შექმნას ხშირად კრუცივერბალიზმს უწოდებენ, ხოლო მათ შემქმნელებს კი კრუცივერბალისტებს.
 ვიქტორინა (ვიქტორინისა) [ლათ. victoria-დან გამარჯვება რუს. ენის მეშვ.] ერთგვარი თამაშობა, რომლის დროსაც მონაწილეებმა უნდა უპასუხონ (ზეპირად ან წერილობით) მთელ რიგ კითხვებზე (ჩვეულებრივ ეს კითხვები ეხება ცოდნის სხვადასხვა დარგს). 
 ანაგრამა (ბერძ. Anagramma) ასოების გადასმა ისე, რომ ერთი სიტყვიდან სხვა სიტყვა მივიღოთ, მაგ., მხალიხმალი, ტახიხატი, თავითივა.
  
                                                                       დანართი 3
კითხვარი  მოწვეული  სტუმრებისთვის


სახელი და გვარი----------------------------
პოზიცია -------------------------------------


1.       საინტერესოდ დაიწყო თუ არა შეხვედრა?
კი                  არა                 ისე რა

2.      პროექტის მიზანი გასაგები და კონკრეტული იყო?
კი                 არა                   ისე რა

3.      აქტივობები ემსახურებოდა მიზნის მიღწევას?
კი                 არა                      ისე რა

4.      პროექტის მონაწილეები საუბრობდნენ გამართული ენით?
კი                 არა                       ისე რა

5.      რა მოგცათ პირადად თქვენ ამ შეხვედრამ?

        ------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------

Comments

Popular posts from this blog

რა არის გამოცანა?

გამოცანა მხოლოდ თამაში არაა.  გამოცანები ავსებენ და ავითარებენ  მოსწავლეთა ცოდნას, აყალიბებენ  მშობლიური ენისადმი სიყვარულს, აფართოებენ  გარემო სამყაროზე წარმოდგენებს. ამ ყველაფრის მისაღწევად სასარგებლოა არა მხოლოდ  გამოცანების ამოხსნა, არამედ მათი მოგონებაც.    საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაცია ყველა მსურველს გიწვევთ რიგით მეორე ქსელურ პროექტში მონაწილეობის მისაღებად : „გამოცანები მშობლიურ ქალაქზე, სოფელზე, კუთხეზე“. პროექტში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს.  დამოუკიდებელი კვლევითი საქმიანობის მსვლელობისას მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ  შეიძინონ   ცოდნა  თემაზე: „გამოცანა“. გაეცნონ მის ისეთ სახეებს , როგორიცაა: შარადა, ანაგრამა,  რებუსი, კროსვორდი, სკანვორდი, ვიქტორინა... გამოცანის ამა თუ იმ სახის  ძირითად მახასიათებლებზე დაყრდნობით ჩამოაყალიბებენ საკუთარ „უნივერსალურ“ განსაზღვრებას.  საკუთარ კუთხეზე სხვადასხვა  სახის გამოცანების შედგენისას მოსწავლეები გამოავლენენ შემოქმედებით უნარებს, გაიღრმავებენ ცოდნას საკუთარი კუთხის