Skip to main content

რეფლესია


პროექტის რეფლექსია

 ქსელური პროექტის „გამოცანები მშობლიურ  ქალაქზე, სოფელზე, კუთხეზე“,    მიზანია მოსწავლეებს გაუღრმავოს ცოდნა მშობლიური ქალაქისსოფლის ისტორია-წარმომავლობაზერაც ხელს შეუწყობს  მოსწავლეების შემოქმედებითი უნარის განვითარებას.  გაეცნონ  გამოცანის ისეთ სახეებს, როგორიცაა შარადა, ანაგრამა, რებუსი, კროსვორდი, ვიქტორინა... პროექტში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდა ყველა მსურველ კერძო და საჯარო სკოლას. ჩვენ უკვე ერთხელ გვქონდა გამოცდილება ქსელურ პროექტში მონაწილეობის, ამიტომ სიხარულით ჩავერთეთ.  პროექტის ხელმძღვანელს   ყველა ეტაპი უკვე გათვლილი ჰქონდა.                                                                                          
ჩემთვის და ჩემი მოსწავლეებისათვის ეს თემა ძალიან საინტერესო იყო. გადავწყვიტე პროექტში ჩამერთო მეშვიდეკლასელი  მოსწავლები. პირველ ეტაპზე წავედით ექსკურსიაზე, დავათვალიერეთ ძველი თბილისი,  მოვინახულეთ მუზეუმები.  შეიქმნა 4 ჯგუფი : ნარიყალა, აბანოთუბანი, ანჩისხატი და ძველი თბილისი. ბავშვებმა გამოიყენეს ინტერნეტი და მოიძიეს ინფორმაციები.გავაცანი პროექტის თემა, მიზნები,  შეფასების რუბრიკები, ჩამოვაყალიბეთ გეგმა და შევთანხმდით მუშაობის ფორმებზე. პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა გაკვეთილების შემდეგ,ზოგჯერ ხელოვნების გაკვეთილებსაც ვიყენებდით. მეშვიდეკლასელები დახმარებას უწევდნენ პატარებს სხვადასხვა ინფორმაციის მოძიებაში. თვითონ რებუსების სახით დაწერეს პატარა მოთხრობები ძველ თბილისზე და შეადგინეს გამოცანები
  დასახული მიზნების მიღწევა მოხდა მოსწავლეების აქტიურობით და შესაბამისი აქტივობების დახმარებით. მოსწავლეებმა უკეთ გაიცნეს საკუთარი ქალაქი და შეძლეს სხვადასხვა სახის რებუსების და კროსვორდების  შედგენა .
ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად, ისინი ერთმანეთთან ლოგიკურ კავშირში იყო. დაწყებული ინფორაციის კვლევიდან და დამთავრებული პროექტის დაცვით ყველა აქტივობა ცოდნასა და მის განმტკიცებას ემსახურებოდა. ჩავწერეთ 2 წუთიანი ვიდეო, სადაც მოხდა სკოლის გაცნობა, შევქმენით ბლოგი და ყველა ჩვენს აქტივობებს ვტვირთავდით, მოსწავლეებმა წარადგინეს  საკუთარი თავი.
ბოლოს შევაჯამეთ ჩვენი პროექტის მასალები და მოეწყო პრეზენტაცია, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
მოსწავლეებს განუვითარდათ შემდეგი უნარები: ინფორმაციის კვლევა და დამუშავება, ურთიერთთანამშრომლობა, საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია, შემოქმედებითი უნარები.


Comments

Popular posts from this blog

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის გეგმა პროექტის სათაური:     “ გამოცანები მშობლიურ ქალაქზე , სოფელზე , კუთხეზე " პროექტის აქტუალობა : პროექტული და პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეებში ხელს შეუწყობს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას , მოსწავლეთა ჩართულობას , მოტივაციის ამაღლებას და 21- ე საუკუნის უნარ - ჩვევების განვითარებას .  პროექტ ი ძალიან მეხმარება იმ სასწავლო პრობლემების მოგვარებაში , რომლის საშუალებაც გაკვეთილზე არ მეძლეოდა . გამიჩნდა დიდი ინტერესი გამოვიყენო პროექტული სწავლების მეთოდები რაც შეიძლება ხშირად. აგრეთვე  პროექტი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეები საინფორმაციო ტექსტებს მარტივად და საინტერესოდ დაამუშავებენ. დამოუკიდებელი კვლევითი საქმიანობის მსვლელობისას მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ  შეიძინონ   ცოდნა  თემაზე: „გამოცანა“. გაეცნონ მის ისეთ სახეებს , როგორიცაა: შარადა, ანაგრამა,  რებუსი, კროსვორდი, სკანვორდი, ვიქტორინა... გამოცანის ამა თუ იმ სახის  ძირითად მახასი...

ვიდეო - ჩემი სკოლა

ჩემს შესახებ

მე ვარ ნანა ხაჩიძე, სსიპ ქალაქ თბილისის N32 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი. ძალიან მიხარია ასეთი ინოვაციური პროექტი რომ გაგრძელდა,რადგან იგი ხელს უწყობს შემოქმედებითი,თანამშრომლობითი, საკომუნიკაციო უნარების განვითარებას. ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებას.. სწავლის პროცესი გადის საკლასო ოთახის მიღმა, ხდება აზრთა გაცვლა- გამოცვლა, მსჯელობა, კვლევა, აფასებენ ერთმანეთის საქმიანობას. პროექტის ყველა მონაწილეს წარმატებას ვუსურვებ! მადლობა ქალბატონ რუსას ასეთი საინტერესო პროექტისათვის!                                            ქალბატონო რუსა, მე მიხარია რომ არსებობთ....                                       ამქვეყნად რომ ხართ!                                        ...